Accentnews.ge
„ყველაფერს ვაკეთებთ მეგობრების ჩართულობით, ომს ვერ დავიწყებთ“

„ყველაფერს ვაკეთებთ მეგობრების ჩართულობით, ომს ვერ დავიწყებთ“

11/08/2020 08:47:19 პოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შინდისი განაცხადა, სადაც შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება.

ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ – 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების ცხედრები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმაც:

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი აგვისტო გამოვიარეთ. 2008 წლის აგვისტოში დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები. ხედავთ, აქ, ამ გმირების მშობლები არიან და სიტყვებიც არ მყოფნის რა ვუთხრა, რით ვანუგეშო ეს ადამიანები. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია მათთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ამ გმირების სახელებზე და გმირობებზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც დაგვატყდა 2008 წელს", - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S