Accentnews.ge
მაასმა ხანგოშვილის საქმეზე ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

მაასმა ხანგოშვილის საქმეზე ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

11/08/2020 15:32:46 პოლიტიკა

ბერლინში 2019 წელს მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით გერმანიის სხვადასხვა ორგანოებმა რუსეთის ხელისუფლებას ჯამში 17-ჯერ მიმართეს,– იუწყება „დოიჩე ველე“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ჰაიკო მაასმა ამის შესახებ განცხადება რუს კოლეგასთან ერთად მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მაასის თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

გერმანელ დიპლომატს ჰკითხეს მკვვლელობასთან რუსეთის კავშირის გამო რეაგირებაზე. დიპლომატმა უპასუხა, რომ ეს „დამოკიდებულია ბერლინის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე“.

"როგორი იქნება განაჩენი, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. ეს იქნება საფუძველი, ჩვენი რეაქციისთვის. თუ სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს, ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება", - აღნიშნა მაასმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარის კითხვების ნაწილზე რუსეთს ინფორმაცია არ გააჩნია.

ამასთან, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს, გერმანიისგან მიიღოს ბერლინში მომხდარ მკვლელობასთან რუსეთის კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S