უგულავამ წულუკიანს „შლეგი“ უწოდა
12/08/2020 11:18:48 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ლიდერებსა და სამართალდამცველებს შორის იუსტიციის სამინისტროსთან პლაკატების გაკვრის გამო შელაპარაკება მოხდა.
„საარჩევნო კოდექსი ამ ქალის [ხათუნა გოგორიშვილის] დაწერილია, მე მასწავლი, მერიის ფუნქცია რა არის და საარჩევნო კოდექსს ხათუნა გოგორიშვილს? – მიმართა გიგი უგულავამ პოლიციელს, რომელმაც პარტიის წარმომადგენლებს მიუთითა, რომ მათ მიერ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრა უკანონო იყო.
ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის შესახებაც მათ მიუთითეს, პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში, შესაბამისად, პლაკატების გაკვრის უფლება აქვთ.
გოგორიშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე, საარჩევნო კოდექსით გამოცხადებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
ადგილზე მივიდნენ დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა პარტიას ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლის დარღვევაზე მიუთითეს, რომელიც ქალაქის იერსახის დამახინჯებას კრძალავს.
საჯარიმო ოქმების გამოწერის შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს.
„ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს – ჩვენს აქტივისტებს. იმიტომ მოვედით აქ ჩვენ. მოვედით და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს... ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარც საარჩევნო კოდექსი – არაფერი აინტერესებს, ერთადერთი აქედან [იუსტიციის სამინისტროდან] რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო, - ამბობს უგულავა.


