შეიცვლება თუ არა სწავლის დაწყების და არჩევნების თარიღები – პრემიერის კომენტარი
12/08/2020 11:35:14 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყების გადადებისთვის წინაპირობა არ არსებობს.
მისივე თქმით, ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს.
„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ორი ახალი „კლასტერი“ გაჩნდა.დაავადებათა კონტრილის ცენტრის განმარტავენ, რომ რამდენიმე მსგავსი კერის გაჩენის შემთხვევაში ვირუსის შეკავება და არსებული ვითარების შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.


