„პატრიოტთა ალიანსი“ კანდიდატებს მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში არ წარადგენს
13/08/2020 11:17:15 პოლიტიკა
პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარების წარდგენას 18 აგვისტოს ბათუმიდან დაიწყებს. პარტიულ სიას კი თბილისში 8 სექტემბერს წარმოადგენს.
პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარებს ორი ოლქის გარდა, ყველა ოლქში დაასახელებს.
რაც შეეხება აღნიშნულ ორ ოლქს, როგორც ინაშვილი ამბობს, პარტიას კანდიდატები არ ეყოლება მხოლოდ იმ ოლქებში, სადაც კენჭს კახი კახიშვილი და დავით ჭიჭინაძე იყრიან.
ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში 120–30 პრინციპით უნდა ჩატარდეს. კერძოდ, ამომრჩევლები 30 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, 120 დეპუტატი კი პარლამენტში პროპორციული სიით შევა.


