Accentnews.ge
სოხუმი აკაკი ბობოხიძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით იმუქრება

სოხუმი აკაკი ბობოხიძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით იმუქრება

21/06/2019 02:02:04 კონფლიქტები, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სოხუმი აკაკი ბობოხიძის სისხლის სამართლებრივი დევნისთვის „ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას“ გეგმავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა.

"ქართველმა პარლამენტარმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ 20 ივნისს თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე საჯაროდ განაცხადა მის მიერ აფხაზეთში ჩადენილი მკვლელობების შესახებ. აფხაზური მხარე მიიღებს ყველა შესაბამის ზომას საიმისოდ, რომ ხსენებული სამხედრო დამნაშავე აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო პასუხისგებაში მიეცეს", – განაცხადა კოვემ.

ცნობისთვის:  20 ივლისს  პარლამენტში გამართულ სესიაზე აკაკი ბობოხიძე ერთ–ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც რუს პარლამენტარ სერგეი გავრილოვის გასაძევებლად სპიკერატში ავიდნენ. ბობოხიძემ გავრილოვს წყალი შეასხა და მიაძახა: „მე თქვენ გკლავდით, და მომავალშიც მოკლავთ, აფხაზეთში!“


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S