Accentnews.ge
მდინარაძე ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი რეიტინგი აქვს

მდინარაძე ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი რეიტინგი აქვს

13/08/2020 13:55:08 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ციფრები რეალობასთან შედარებით ახლოს დგას, თუმცა "ქართული ოცნების" რეიტინგი 60%-მდეა”.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს მონაცემები "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტური სცენარის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს, ოპოზიციური პარტიებისთვის კი - ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში.

“პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით 33%, თქვენი კვლევით 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა. თუმცა, ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ,"-განუცხადა „რუსთავი 2“–ს მდინარაძემ.

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით "ქართული ოცნებას" ამომრჩევლის 52%–იანი მხარდაჭერა აქვს, "ენმ"–ს – 19%–იანი, "ევროპული საქართველოს" 8% აქვს, "პატრიოტთა ალიანსს" – 5%,"ლელოს" – 5%,"ახალ საქართველოს" – 4% სხვას – 7 %.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S