დიდი ბრიტანეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს

17-08-2020 16:27:55 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს. ამის შესახებ დიდი ბრიიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.

„მსოფლიო თავზარდაცემული აკვირდებოდა ბელარუსის ხელისუფლების მიერ თაღლითური არჩევნების შემდეგ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩასახშობად გამოყენებულ ძალადობას. დიდი ბრიტანეთი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს", - აცხადებს რააბ

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მზად არის სანქციები დაუწესოს იმ პირებს, ვინც ბელარუსში მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაშია პასუხისმგებელი.

იხილეთ ასევე: ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები