Accentnews.ge
"საჭირო იყო ჩვენი ელჩი ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი"

"საჭირო იყო ჩვენი ელჩი ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი"

17/08/2020 13:11:45 საგარეო პოლიტიკა

"საჭირო იყო ჩვენი ელჩი ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.

"ეს არ იყო სპეცრეისი, ეს იყო ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი, რომელიც ხორციელდება პანდემიასთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტვ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში. მისი განცხადებით, ნებისმიერი ფრენები ხორციელდება ჩარტერული რეისით. ,,ეს არ იყო პირველი. მსგავსი რეისები ბევრჯერ განხორციელებულა. ამიტომ მცდელობა, რომ არაფრისგან დავხატოთ ბუნდოვანება, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. დამალული არაფერია და დღეს პირდაპირ იქნა განმარტებული, თუ რატომ დაიგეგმა ეს რეისი. როცა მთავრობას და ხელისუფლებას სჭირდება და არ არის საშუალება კომერციული რეისი დაინიშნოს, მაშინ იყენებენ ამ სამთავრობო თვითმფრინავს. ესაა სამთავრობო თვითმფრინავის დატვირთვა. გაუგებარი რატომ უნდა იყოს, რომ ელჩმა გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, რადგან იყო საჭიროება, ჩაფრენილიყო ბელორუსში თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ელჩი იმყოფებოდა საქართველოში, საჭირო იყო ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი", - განმარტა კახა კუჭავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S