Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ახლო მომავალში მოხდება"

"ვიმედოვნებ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ახლო მომავალში მოხდება"

21/08/2020 05:08:41 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

"მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით", - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება:

„რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართვეელ ხალხთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S