Accentnews.ge
აფხაზეთში მოითხოვენ გარკვევას, შეხვდა თუ არა ბჟანიას მრჩეველი ირმა ინაშვილს

აფხაზეთში მოითხოვენ გარკვევას, შეხვდა თუ არა ბჟანიას მრჩეველი ირმა ინაშვილს

21/08/2020 08:38:54 კონფლიქტები

აფხაზი ვეტერანების ორგანიზაცია "არუაა” დე ფაქტო ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვს 18 აგვისტოს საქართველოს “პატიორტთა ალიანსის” ლიდერების გალში გამართულ შესაძლო საიდუმლო ვიზიტის თაობაზე.

“ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით. თუკი უახლოეს დროში ხელისუფლებისგან არ გვექნება ინფორმაცია, პარლამენტის დეპუტატებს ვთხოვთ შესაბამის სტრუქტურებში ოფიციალური მიმართვა გააკეთონ მსგავსი შეხვედრის მიზეზის დასადგენად და ჩატარდეს შესაბამის კომიტეტში მოსმენა”, – ნათქვამია “არუაას” განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ნადარაია ბჟანიას მრჩეველს მოუწოდებს, ინაშვილთან შეხვედრა დაადასტუროს ან უარყოს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, – იუწყება “მთავარი არხი”.

მისივე ცნობით, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა უპრობლემოდ გადაკვეთეს საგუშაგო პოსტი.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლის თქმით, ორივე პოლიტიკოსი, უკან დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა", – იუწყება ტელეკომპანია.

საკითხთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S