Accentnews.ge
"არსებობს შთაბეჭდილება, რომ ზ.ხ.-ს მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება ხდება, რის გამოც მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა"

"არსებობს შთაბეჭდილება, რომ ზ.ხ.-ს მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება ხდება, რის გამოც მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა"

21/08/2020 10:03:32 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ბრალდებულ არასრულწლოვანს სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი მძიმე, რომ დღევანდელი პროცესი ვერ გაგრძელებულიყო.

"გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც შეამოწმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც ექიმებმა განაცხადეს, ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა შესაძლებლობას გაგრძელებულიყო პროცესი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი", – აცხადებს საქმის პროკურორი.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბრალდებულმა საკუთარ ადვოკატსაც მოუწოდა სხდომა დაეტოვებინა, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა:

"დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს. ტყუილად რომ არ მომხდარიყო მოწმეების სასამართლოში მოყვანა და თავიდან ავირიდიოთ ასეთი შემთხვევები, სახელმწიფოს ხარჯზე დაინიშნა ადვოკატი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესებზე. ის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატთან ერთად განაგრძობს ბრალდებულის დაცვას”.

ზ.ხ. საპატიმროში მეოთხე დღეა შიმშილობს. ზ.ხ.-სთან ერთად შიმშილობს საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი არასრულწლოვანი. ისინი ე.წ. სიცრუის დეტექტორით გამოკითხვას ითხოვენ.

იხილეთ ასევე: შაქარაშვილის საქმის პროკურორი: "საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს"

ცნობისთვის: გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება.

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასაც ედავება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

იხლეთ ასევე: პროკურატურა – შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე 5-მა პირმა მას გარდაცვალებამდე სასტიკად სცემა და შემდეგ არაგვში გადააგდო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S