Accentnews.ge
"ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული"

"ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული"

21/08/2020 09:38:31 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენა ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული.

"ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული. ცხადია, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში", – განაცხადა აბაშიძემ.

"მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით", - აღნიშნა ლავროვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S