
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 მაისს გაიმართება
13/05/2019 06:49:12 სხვა, მსოფლიო
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტური 26 მაისს გაიმართება. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობის – 50%-ის მოგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო.
მეორე ტურში ერთმანეთს ორი ლიდერი კანდიდატი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა შიმონიტე დაუპირისპირდებიან.
ლიეტუვას მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა, რომელმაც პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, დამარცხება უკვე აღიარა და განაცხადა, რომ 12 ივლისს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგება.
არჩევნებში გამარჯვებული მოქმედ პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლებს. ეს უკანასკნელი პრეზიდენტის თანამდებობაზე უკვე ორი ვადით იყო არჩეული და არჩევნებში მესამე ვადით მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021