Accentnews.ge
ლაშა საკანია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებთან შეხვედრას უარყოფს

ლაშა საკანია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებთან შეხვედრას უარყოფს

21/08/2020 20:53:09 კონფლიქტები

აფაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია “აფხაზეთის სახალხო ფრონტის” ხელმძღვანელი ლაშა საკანია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებთან შეხვედრას უარყოფს. ამ თემაზე პირველი კომენტარი მან “Апсадгьыл-инфо”-ს მისცა.

«ამჟამად ჩვენი პარტიის თანათავმჯდომარეებთან – ალექსანდრე აგრბასთან და ბესლან აგრბასთან ერთად მოსკოვში ვიმყოფები. აქ 24 აგვისტომდე დავრჩებით. [..] უკიდურესად გვაშფოთებს სოცქსელებსა და სხვადასხვა გამოცემებში შექმნილი ფონი, კერძოდ მცდელობები, ჩირქი მომცხონ და გამასაღონ სამშობლოს მოღალატედ, რისთვისაც საფუძვლად ქართული მედიის გადაუმოწმებელ ინფორმაციას იყენებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემსა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა – არც პრეზიდენტის მრჩევლის, არც პარტიის ხელმძღვანელის რანგში. 25 აგვისტოს, აფხაზეთში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე პრეს-კონფერენციას გავმართავ, რომელზეც პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლებს მოვიწვევ» - განაცხადა საკანიამ.

იხილეთ ასევე: "ნადარაია ბჟანიას მრჩეველს მოუწოდებს, ინაშვილთან შეხვედრა დაადასტუროს ან უარყოს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S