
გახარია - რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: "დამოკიდებულია მოსკოვზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე"
22/08/2020 07:32:20 საგარეო პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ფრენების აღდგენა რუსეთსა და ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
"საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია. დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთში ასევე საქართველოში", - აცხადებს გიორგი გახარია.