Accentnews.ge
ოქრუაშვილი არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ კრიზისს არ გამორიცხავს

ოქრუაშვილი არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ კრიზისს არ გამორიცხავს

24/08/2020 09:14:03 პოლიტიკა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია, თუმცა არა “ქართულ ოცნებასთან”.

მისი თქმით, მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარის თქმამ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, თუმცა “ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი”.

“ქართული ოცნება” იმ სიტუაციაშია, როდესაც აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას, წინასაარჩევნო პერიოდში მასთან რაიმე დოკუმენტის გაფორმება შეუძლებელია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მობილიზებული უნდა ვიყოთ”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის: 30–მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მემორანდუმი გააფორმა არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის თაობაზე. სექტემბერში პარტიები კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S