Accentnews.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს

24/08/2020 11:07:42 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მეგობარ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც ზალკალიანი "ტვიტერზე" წერს, საქართველო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთგულია.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ბოლო ხანს დაძაბულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე მისი, როგორც უკრაინის ოფიციალური პირის - რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებების გამო. თბილისმა კიევიდან კონსულტაცებისთვის ელჩიც კი გაიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S