Accentnews.ge
ვოლსკი – დეკლარაციაზე ხელმომწერ პარტიებზე: „რამდენიმეა პარტია, დანარჩენი პოლიტიური ინდმეწარმეა“

ვოლსკი – დეკლარაციაზე ხელმომწერ პარტიებზე: „რამდენიმეა პარტია, დანარჩენი პოლიტიური ინდმეწარმეა“

24/08/2020 11:14:39 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც დღეს ხმების დაცვის დეკლარაციას მოაწერს ხელი, მხოლოდ დესტრუქცია და არეულობის გამოეწვევის სურვილი აერთიანებთ.

მისივე თქმით, 30-ზე მეტ ხელმომწერს შორის მხოლოდ რამდენიმეა პოლიტიკური პარტია, დანარჩენი „პოლიტიკური ინდმეწარმეა“

„რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული მათგანი კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობს და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება“,- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისი სიტყვებით დეკlარაციაზე ხელმომწერები უწინ ერთმანეთს „კრემლის აგენტებს“ ან „დასავლეთის მონებს“ უწოდებდნენ ახლა კი ერთიანდებიან.

„მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაც სწორად შეაფასებს ამ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს სტაბილურობის სასარგებლოდ“, - აცახდებს გიორგი ვოლსკიმ.

30-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომლითაც ისინი, საკუთარი პარტიისა და ერთმანეთის ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე შეთანხმდნენ.

დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S