Accentnews.ge
ლომჯარია – ბავშვთა უფლებებზე: „არაერთი ინიციატივა რელიგიური წინააღმდეგობების გამო ფერხდება“

ლომჯარია – ბავშვთა უფლებებზე: „არაერთი ინიციატივა რელიგიური წინააღმდეგობების გამო ფერხდება“

24/08/2020 19:40:54 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე ბავშვთა ძალადობის შესახებ წერს, რომ საქართველოში ისინი ოჯახსა თუ საჯარო სივრცეში ძალადობის პირისპის მარტონი არიან.

მისი შეფასებით, ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას.

"მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით. ბავშვებს არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს. სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა. არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ლომჯარიას თქმით, "არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება".

"და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში", - წერს ომბუდსმენი.

ცნობისთვის: სამართალდამცველებმა მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S