Accentnews.ge
„სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ხელფასებში დაიხარჯა“

„სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ხელფასებში დაიხარჯა“

25/08/2020 08:15:51 პოლიტიკა

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხათუნა გოგორიშვილის ცნობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ლარი იმ ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასზე დაიხარჯა, რომელშიც თანამდებობის პირთა მეუღლეები არიან დასაქმებულები.

"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება - ურთიერთგაგების მემორანდუმი პროგრამაზე, რომლის სახელია "ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი" ჩოხატაურში. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ამ პროგრამისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაირიცხა 96 500 ლარი, საიდანაც 87 500 ლარი მოხმარდა ამ პროგრამაში დასაქმებული 7 თანამშრომლის ხელფასს. მხოლოდ 9 000 მოხმარდა პროგრამას", - განაცხადა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის თქმით, "ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრში" დასაქმებული პირები არიან:

  • თამარ კოროშინაძე - მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის ვანო ცინცაძის ცოლი;
  • ირინა მამალაძე - მერის მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის ცოლი;
  • ირინა ხოტრიშვილი - საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარის აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი;
  • ნათია გურგენიძე - ჩოხატაურის ელექტროქსელების ხელმძღვანელის თემურ ჩხიკვაძის ცოლი.

გოგორიშვილი ამბობს, რომ მის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია აუდიტის დასკვნაშია მოცემული:

"ამ პროგრამას შეგვიძლია დავარქვათ ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში. მინდა, დავპირდე ჩოხატაურელებს, ეს ყველაფერი 31 ოქტომბერს დასრულდება, მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი მთავრობა ხელისუფლებიდან წავა. დასრულდება ნეპოტიზმი და ყველა ადამიანი სამსახურის შოვნას თავისი შესაძლებლობისა და უნარების შესაბამისად შეძლებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S