Accentnews.ge
ვაშაძე – პოლიტიკურ ლიდერებს: „სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ!“

ვაშაძე – პოლიტიკურ ლიდერებს: „სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ!“

25/08/2020 09:39:40 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, შეეშვან „სისულელეების ლაპარაკს“ და ხალხს ესაუბრონ.

„მე ვარ სიტყვის ერთგული. ყველა შეთანხმებას ყოველთვის ვიცავ და მთავარია, რა პრინციპებით მოქმედებს ადამიანი. ამიტომ, ყველა ლიდერს მოვუწოდებ, რომ სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. წადით და ხალხს ელაპარაკეთ, ეს არც სამუშაო ადგილს შექმნის და არც საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას შეუწყობს ხელს,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ის „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისნის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის შესაძლო დაყენების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი პარტიებს შორის მიღებული შეთანხმების დარღვევა იქნება:

"აქ კითხვა აღარ უნდა დაისვას, პარტიებს შორის არის ექვს ოლქზე შეთანხმება და მე ამ შეთანხმების ერთგული ვარ. თუ ,,ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება, ეს არის ძალიან ცუდი. ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს, შეთანხმების დამრღვევს ექნება შესაბამისი პასუხი ამომრჩევლისგან, მაგრამ მთავარია დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის შეცვლა და არა ეს გააფთრებული შეტევა ჩემზე. რადგანაც მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ამიტომ სამიზნედ ამომირჩია ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ? ეს სამარცხვინოა, მაგრამ მე ამას იგივე სიბინძურით არასდროს არ ვუპასუხებ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S