Accentnews.ge
მედვედევი ზურაბიშვილს პასუხობს

მედვედევი ზურაბიშვილს პასუხობს

21/06/2019 16:59:17 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის პრემიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთის მიმართ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს ეხმიანება და მას „უკიდურეს არაპროფესიონალიზმში“  ადანაშაულებს.

„საქართველოს პრეზიდენტი არ შევიდა საქმის კურსში, ან გამიზნულად ამახინჯებს საქმის არსს. მომხდარის რუსეთისთვის გადაბრალების მცდელობები რეალობის დამახინჯებად გამოიყურება. სამწუხაროა ზურაბიშვილისგან მსგავსი რიტორიკის მოსმენა. ანტირუსული რიტორიკის გაძლიერების შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, თავის მოქალქეებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მისცეს და მაშინ პრობლემები უკვე საქართველოს ეკონომიკას შეექმნება“, – განაცხადა მედვედევმა.

მან გაიმეორა კრემლის რიტორიკა იმის შესახებ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება „რადიკალურ ოპოზიციასა და პროსახელისუფლებო ძალებს უკავშირდება“ და რომ „მიმდინარე პროტესტი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების აფეთქებას ისახავს მიზმად“.  

სწორედ ამის დასტურად მიიჩნევს მედვედევი მიმდინარე ვითარების ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ კომენტირებას და ამ უკანასკნელს „პოლიტიკურ კლოუნად“ მოიხსენიებს: 

„ამიტომაცაა, რომ მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა პოლიტიკური კლოუნების კომენტარები ახლავს, ისეთების, როგორიცაა სააკაშვილი, რომელიც მაშინვე ჩაერთო პროცესში. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი გაერკვევა შექმნილ ვითარებაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S