Accentnews.ge
11 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული მამა ბრალს არ აღიარებს

11 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული მამა ბრალს არ აღიარებს

26/08/2020 10:28:17 სამართალი

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებული მამა წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. გამოძიება მას შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. შსს–ს ვერსიით, მამა მოზარდზე სისტემატიურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, სუიციდი განაპირობა.

ბრალდებული ირწმუნება, რომ მას შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა:

"რაც წერია [ბრალის დადგენილებაში], მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. თუ უნდა, დახვრეტა მოითხოვოს [სახელმწიფო ბრალდებამ]. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია: უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად", - განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ.

იხილეთ ასევე: „დისთვის უთქვამს, „პატრულის ნომერი ჩამაწერინეო“

განახლება

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S