Accentnews.ge
პარტია „მოქალაქეების" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

პარტია „მოქალაქეების" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

26/08/2020 15:28:46 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, ქუთაისში, იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პარტია „მოქალაქეების" სახელით, ქუთაისის ოლქში მაჟორიტარობისთვის იოსებ კენჭაძე, ხოლო ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში დავით გიორგაძე იბრძოლებს.

პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას პარტიის მხარდამჭერები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში „მეტი პროპორციულის“ პრინციპით გაიმართება. კერძოდ, პარლამენტში 30 მაჟორიტარი დეპუტატი შევა, ხოლო 120 მანდატი პროპორციული სისტემით გადანაწილდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S