Accentnews.ge
წულუკიანი – სააკაშვილზე: „მივესალმებით, თუ იპოვის ძალებს და ჩამოვა“

წულუკიანი – სააკაშვილზე: „მივესალმებით, თუ იპოვის ძალებს და ჩამოვა“

27/08/2020 10:11:41 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაკავების პროცედურა საზღვარზევე ელოდება.

„რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა. რა თქმა უნდა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც მან შეიძლება, გადაასინჯინოს, როდესაც ქართულ საპატიმროში იქნება“,– განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დააანონსა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

როგორც ენმ–ის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, არჩევნებამდე დაბრუნდება სააკაშვილი თუ არჩევნების შემდეგ, ამას დრო აჩვენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S