ოპოზიციის რეაქცია სააკაშვილის მიერ ქვეყანაში დაბრუნების დაანონსებაზე
27/08/2020 10:46:29 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინას მისი მიღებისთვის მდლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. მას არ დაუზუსტებია, როდის გეგმავს მგზავრობას – არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ. როგორც ენმ–ში განმარტეს, ამას დრო აჩვენებს. თუმცა იუსატიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაკავება საზღვარზევე ემუქრება, ვინაიდან მას ძებნილის სტატუსი აქვს.
ამასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები ზოგად პოლიტიკურ პროცესს აზიანებს და ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ „გამაგრებას“.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს ზოგად პოლიტიკურ პროცესს და ხელს უწყობს ივანიშვილის ხელისუფლების გამაგრებას. ეს სამწუხაროა, თუმცა არ უნდა მივუდგეთ ამას დრამტულად. ამის საპასუხოა ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალების ერთობა, მათი კოალიცია და ძალისხმევა, რომ ივანიშვილი დამთავრდეს. ასევე, მნიშვენლოვანია, რომ გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე და დავამთავროთ ერთი ადამიანის მმართველობა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ეს ადამიანი“, – განაცხადა პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
„გამარჯვებული საქართველოს" წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ჯერ გავლილი უნდა იყოს საკითხი, თუ როგორ უნდა მოხდეს იურიდიულად სააკაშვილის დაბრუნება:
"მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს. თითოეულ ჩვენგანს, ზრდდარულ ადამიანებს თავისუფალი არჩევნის გაკეთების უფლება გვაქვს, სადაც გვინდა იქ წავალთ და წამოვალთ. მასაც აქვს უფლება, გააკეთოს განცხადებები. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის ის არაერთი საქმე, რომელიც აღძრულია მასთან მიმართებაში, იურიდიულად ხელს შეუშლის საქართველოში მის შემოსვლას. ასე, რომ ვერ გეტყვით, რა გათვლა აქვს მას. ჯერ მთავარი არის კანონი".
„რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ „რა როლი ექნება მას ქართულ პოლიტიკაში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია“.
„ერთიან საქართველოში“ სააკაშვილის არ სჯერათ.
„კონკრეტულად ჩემზე თუა დამოკიდებული, რამდენადაც მას ვიცნობ, ძალიან ძნელია მისი სიტყვების გჯეროდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრეებაა. რაც შეეხება ვინ ჩამოვა, ვინ წავა, ვინ მოვა ხელისუფლებაში და ვინ ოპიზციაში გადავა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის გადასაწყვეტი. ამასთან დაკავშირებით რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქოდნეს რომლეიმე პოლიტიკურ ძალას, ხალხის ნება იქნება გადამწყვეტი“, – განაცხადა პარტიის წევრმა ანზორ ბიწაძემ.
კითხვაზე, როგორ აპირებს სააკაშვილი დაბრუნებას, თუ ეს მხოლოდ ელექტორატის გამხნევების მცდელობაა, ენმ–ის წევრმა თინა ბოკუჩავამ უპასუხა:
„ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მართლაც მომწიფდა ცვლილებების დრო საქართველოში, ჩემი აზრით, ამ ცვლილებების უმთავრესი მედროშე აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ერთხელ უკვე ამოიყვანა ჭაობიდან და ამას კიდევ მოახერხებს“.


