
„რუსეთსა და საქართველოს შორის საღმრთო ტენდენციების მორყევას არ დავუშვებთ“
21/06/2019 18:24:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტიდან გაძევებული რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 19–20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის საღმრთო ტენდენციების მორყევას არ დავუშვებთ“.
ამის შესახებ გავრილოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არასასიამოვნო ისტორია უდავოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის იმიჯის შელახვას ისახვდა მიზნად: არ არის მიღებული, ადამიანი სტუმრად მიიწვიო, უსაფრთხოების გარანტიები მისცე, შემდეგ კი თავს დაესხა და მკვლელობით დაემუქრო! რადიკალებს, უდავოდ, სურდათ საქართველოს დისკრედიტაცია, მისი იზოლირება საერთაშორისო საზოგადოებისგან, მისი დისკრედიტაცია, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნის. ამიტომაც იყო ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ადგილობრივ დეპუტატებთან, სასულიერო წრეების წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება. ვთვლი, რომ რუსეთი, როგორც მართლმადიდებელი სახელმწიფო და რეგიონის მორალური ლიდერი, ვალდებულია, დაეხმაროს ჩვენს ქართველ კოლეგებს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკური კონტაქტების თვალსაზრისით. და ჩვენ ამ საღმრთო ტენდენციების მორყევას არ დავუშვებთ“, განაცხადა გავრილოვმა.