ზურაბიშვილი – სააკაშვილზე: „ვინ არის?”
28/08/2020 12:03:00 პოლიტიკა
”ვინა? ვინ არის?” – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგ ანონს საქართველოში დაბრუნების თაობაზე.
ცნობისთვის: 27 აგვისტოს სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქარტველოში ბრუნდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილს დაბრუნების შემთხვევაში საზღვარზევე დააკავებენ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში ენმ სააკაშვილს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, მოქალაქეობის საკითხი კი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.


