Accentnews.ge
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს

28/08/2020 13:10:12 პოლიტიკა

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს.

„მე ვთვლი, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს ამ საქმეებში, მაგრამ, მეორე მხრივ, შეუძლებელია, რადგან ჩვენ ყველანი საზოგადოების ნაწილი ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ.

ვიღაცას ჩვენი მეტად სჯერა, ვიღაცას - ნაკლებად. მე ვცდილობ პოლიტიკური მოსაზრებები საჯარო სივრცეში არ დავაფიქსირო, როგორ არ გამაჩნია, გამაჩნია ჩემი აზრი, მაგრამ ვთვლი, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან უნდა იყოს გამოყოფილი.

თუ ჩარევა მოხდება, ეს არ იქნება სასიამოვნო”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S