ბოკერია: „სააკაშვილის გარშემო კომპრომისი ვერ მოხერხდება“
28/08/2020 15:14:03 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ენმ-ის უფლებაა, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატად ის, ვინც სურს, თუ ეს პარტია არჩევნებში იმდენ ხმას აიღებს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.
"მაგრამ ვიცით, რომ ვერც ერთი ძალა ვერ მიიღებს 50%-ს, ამიტომ ყველას მოუწევს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც მოხერხდება ამ ტიპის კომპრომისის მიღწევა," - განაცხადა ბოკერიამ „ფორმულას“ ეთერში.
მისი აზრით, მმართველი გუნდი სააკაშვილის ფაქტორის საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენებას შეეცდება:
"ვიცით, როგორ შეეცდება ამის გამოიყენებას ივანიშვილის პროპაგანდა. მათ აქვთ პრაგმატული გათვლა –"ან ბიძინა იქნება, ან მიშა", რომ გათიშონ ამომრჩეველთა ის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ევროპული საქართველოს მხარდაჭერების, რომლებიც არ უჭერენ სააკაშვილის პრემიერობას მხარს.. მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის შესაძლებლობას“.


