Accentnews.ge
"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერი საღებავებით დააზიანეს

"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერი საღებავებით დააზიანეს

29/08/2020 08:33:51 პოლიტიკა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერი საღებავებით დააზიანეს.

ფოტო ირმა ინაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზეც დადო და დაწერა:

"ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები... ჩვენი მიწების ჩამბარებლები!

ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში 20 აგვისტოს იყვნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის ალსან ბჟანიას თანაშემწეს ლაშა საკანიას შეხვდნენ. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მათ "ილორის ტაძარში ღვთისშობლის ხატი დააბრძანეს".

27 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს. ეკლესია აცხადებს, რომ ხატს უკან აბრუნებს.

ამსთან, რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფუძნევულმა ორგანიზაციამ "დოსიე" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S