ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება
30/08/2020 11:35:08 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება. ვიდეომიმართვა მან ტრაბზონიდან გაავრცელა.
როგორც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, ის უარს ამბობს უკრაინაში უზრუნველად ცხოვრებაზე და სამშობლოში "რუსული ოცნების" დასამარცხებლად ბრუნდება:
"თუ ვინმეს ეგონა, უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაბზონში და ზუსტად 2 საათში, ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული "რუსული ოცნება", - ამბობს ვარშალომიძე ვიდეომიმართვაში.
ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. მიმდინარე წლის 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა.


