Accentnews.ge
ძიძიგური რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობაზე საუბრობს

ძიძიგური რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობაზე საუბრობს

31/08/2020 08:35:39 პოლიტიკა

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ თუ ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეაქმნევინებენ, ეს პროცესი რიგგარეშე არჩევნებამდე მივა.

„თუ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ რიტორიკას, რომ არ შეაქმნევინებენ მმართველ პარტიას კოალიციას, ასეთ შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ სააკაშვილმა შექმნას კოალიცია, გაცილებით უფრო ნაკლებია და მიდის ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე. რაც შეეხება “კონსერვატორების“ პოზიციას, ჩვენ გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან და მის ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშრომლობას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვამბობთ, რომ 8 წლის განმავლობაში ვიყავით მათთან ერთად და ბევრი პასუხისმგებლობა ავიღეთ ერთად და ამიტომ, მათთან კოალიციურ თანამშრომლობას განვიხილავთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, ძიძიგური მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ მორიგ ანონსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამ განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ პრობლემებს ვერ შეუქმნის.

„მიხეილ სააკაშვილმა თქვა ზოგადი ფრაზა - „მე ვბრუნდები“. აქ იყო ეშმაკობა ჩადებული. მას არ უთქვამს, რომ საარჩევნოდ ბრუნდება და ვინმე თუ შეედავება, იტყვის, რომ ჩამოსვლა საარჩევნოდ არ დაუანონსებია ეს. მისი მეუღლეც ამბობდა, რომ გვირაბის საშუალებით ჩამოვიდოდა. თქვენ არაფერი გეტკინოთ მანამდე, სანამ სააკაშვილი აქ არ ჩამოვა",– განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ სააკაშვილის განცხადების მიზანი ოპოზიციური ხმების მობილიზებაა.

ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით – "მეტი პროპორციული" გაიმართება. კერძოდ, ამომრჩევლები 30 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, 120 მანდატი კი პროპორციული სისტემით გადანაწილდება. უკვე მორიგი არჩევნები, მათ შორის რიგგარეშეც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S