დეგნანის ცნობით, ეუთო/ოდირი საქართველოში საარჩევნოდ ძლიერ ჯგუფს გზავნის
31/08/2020 09:42:34 პოლიტიკა
კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ ეუთო/ოდირი აპირებს გამოაგზავნოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დაკვირვებლები საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კენი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ ადგილობრივ დამკვირვებლებს დახმარება გაუწიონ.
„ასევე ჩვენ, საელჩოებსაც გვეყოლება საკუთარი სადამკვირვებლო ჯგუფები. რაც შეეხება NDI-სა და IRI-ი, ისინი ასევე რჩებიან არჩევნებზე დამკვირვებლებად. ვაპირებთ, ცენტრალურ საარჩევნოო კომისიასთან კომუნიკაციას, იმისთვის, რომ დაკვირვებლებმა უსაფრთხოებდ შეძლონ მუშაობა,“ - აღნიშნა ელჩმა.
მან კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რაც ამომრჩეველთა დაშინების და მოსყიდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ყველა მცდელობა, აღმოფხვრას დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, პრობლემები რაც საქართველოს არაერთხელ ჰქონია წინა წლების განმმავლობაში, ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯია. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი მისი სრულყოფილად განხორციელებაა, რაც ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა ელჩმა.


