Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ოფისის თანამშრომლის COVID-19–ით დაინფიცირების შემდეგ პარტიის შტაბი „განსაკუთრებულ რეჟიმზე“ გადავიდა

„ქართული ოცნების“ ოფისის თანამშრომლის COVID-19–ით დაინფიცირების შემდეგ პარტიის შტაბი „განსაკუთრებულ რეჟიმზე“ გადავიდა

31/08/2020 10:05:02 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის ცნობით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შტაბი სტანდარტულ პროტოკოლს მიჰყვება: ჩატარდა დეზინფექცია და ტესტირება.

„განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული შტაბის მუშაობა, რაც იმას გულისხმობს, რომ თანამშრომლების შტაბში მისვლა შევზღუდეთ და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, რათა თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოება დავიცვათ. მივყვებით სტანდარტულ პროცედურებს: გავიარეთ ტესტირება, საბედნიეროდ, უარყოფითი პასუხი მივიღეთ და ვგეგმავთ, ტესტირება ყოველ სამ დღეში გავიაროთ“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ცნობისთვის“ 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ოფიცის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ასევე ცნობილია, რომ ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირდა სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S