Accentnews.ge
რა აჩვენა ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზამ ამ ეტაპზე – ადვოკატის კომენტარი

რა აჩვენა ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზამ ამ ეტაპზე – ადვოკატის კომენტარი

31/08/2020 10:28:05 სამართალი

დღეს, 31 აგვისტოს ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა ექსპერტების, მამისა და ადვოკატის თანდასწრებით გაიხსნა და ექსპერტიზის პროცესიც დაიწყო.

პირველადი შედეგები ჟურნალისტებს ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააცნო.

„გვინდოდა, კომპიუტერიდან ტექნიკური ინფორმაცია მიგვეღო, მაგრამ დაბალი რანგის ავტომობილია, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა არ გააჩნია. კონდიციონერი იყო გამორთული, რაც ძალიან დიდ ეჭვს ბადებს: ოთხივე ფანჯარა დახურული იყო და როდესაც თიშავ ავტომობილს, კონდიციონერი ავტომატურად ჩართული რჩება ხომ? გადაადგილების პროცესში კონდიციონერი ჩართული არ იყო, რაც აბსურდია.

ამასთან, ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, რომ დაკარგულია მეხსიერების ბარათი, რომელიც ახალგაზრდა ქალს ავტომანქანის გასაღებთან ერთად მუდმივად თან ჰქონდა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ქვტომანქანა ზინა მხარეს დაზიანებულია, ოჯახი კი ამბობს, რომ ის დაზიანებული არ იყო.

ავტომობილს არ გააჩნია მონაცემები, დადგინდეს, რამდენი ხანი იდგა. ზეთი ავტომობილში ახალი გამოცვლილი იყო, მაგრამ ბოლოს როდის დაიქოქა ავტომობილი, ეს მონაცემები არ აღირიცხა კომპიუტერში“,– განაცხადა ადვოკატმა.

ექსპერტიზის წინაშე კითხვებია დასმული, მათ შორის რამდენი კილომეტრაჟი გაიარა ავტომობილმა, შეეძლო თუ არა მას კონკრეტულ ადგილებში გადაადგილება და ა.შ. პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ სავალი გზიდან რამდენიმე მეტრში, ტყის პირას, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

30 აგვისტოს ბაჩალიაშვილის დედამ ახალი ვერსიაა გააჟღერა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილისთვის სამი ქართველი მაღალჩინოსნის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი, რაც ყარაბაღის კონფლიქტს და სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვას უკავშირდება. დედამ აზერბაიჯანსა და თურქეთს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S