
კალაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 19 მაისისთვის დაგეგმილი არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს“
13/05/2019 07:28:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 19 მაისისთვის დაგეგმილი არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებზე პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. საპრობლემო არც ის არის, რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. გვქონდა ისეთი არჩევნებიც, სადაც იყო ბევრი მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური გაიმართება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში).
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021