Accentnews.ge
ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბატი ცემეს

ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბატი ცემეს

31/08/2020 16:21:24 კონფლიქტები

ოკუპირებულ ცხინვალში ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბატი ცემეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამჟამად ცხურბათი ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ყბის ძვალი აქვს მოტეხილი და სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება.

ცხურბატის ახლობლები საავადმყოფოსგან შესაბამის ცნობას ელოდებიან, რათა აქტივისტი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით, ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანონ.

ირკვევა, რომ აქტივისტს თავს ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ დაესხნენ, რომელიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში სავარაუდოდ, ცემით მოკლეს.

როგორც ცხურბატის მეგობარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, თავდამსხმელები ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრეები არიან და ისინი სოციალურ ქსელში, ცხურბათის მიერ კოკოითის მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ გააღიზიანა.

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები 28 აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, რომლისგანაც აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ.

იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S