Accentnews.ge
ჯაფარიძე – შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე: "მოგვიწევს შეთანხმება"

ჯაფარიძე – შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე: "მოგვიწევს შეთანხმება"

31/08/2020 17:27:07 პოლიტიკა

"გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია თუ შექმნის სამთავრობო კრიზისს, „იდიოტების ჯოგი იქნება“. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„ახლა ამაზე [პრემიერობის კანდიდატზე] საუბარი ძალიან ადრეა. ახლა შესათანხმებელია ეს რაღაცეები [კონკრეტული რეფორმები] და ეს შესაძლებელია, გადაწყდეს პარლამენტში. ბუნებრივია, ყველას ექნება ამბიცია, რომ პრემიერობის კანდიდატი იყო მისი პარტიიდან, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ოპოზიცია იქნება იდიოტების ჯოგი, რომ შექმნას სამთავრობო კრიზისი. ამიტომ, მოგვიწევს შეთანხმება არა მხოლოდ პრემიერ–მინისტრზე, არამედ სხვა მინისტრებზეც. ახლა ვისთანაც მაქვს ურთიერთობა ოპზიციაში, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ, როგორც ამ თემებზე [მართლმსაჯულების და ეკონომიკის რეფორმაზე] ვაღწევთ. არ გეგონოთ, რომ ეს „გირჩისთვი“ იდეალურია – კონკრეტიკა აკლია ბევრ რაღაცას, ბევრი რამ ვერ გავიტანეთ, მაგრამ ეს კომპრომისულია და ეს არის მაგალითი, რომ თუ რაღაცის შეთანხმება გვინდა, ვსაუბრობთ და შეთანხმებას ვაღწევთ“,– განაცხადა ჯაფარიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს „მეტი პროპორციულის“ პრინციპით ჩატარდება: საქართველოს მოქალაქეები 30 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, ხოლო 120 მანდატი პროპორციული სისტემით გადანაწილდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S