Accentnews.ge
ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს

31/08/2020 18:11:24 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

"ვაპირებ დავაყენო ჩემი კანდიდატურა ბათუმის მაჟორიტარად. ვიბრძოლებ ბათუმში არა მარტო ჩემ რეგიონში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გავალ მოსახლეობასთან შეხვედრით.

ის რომ ქართული ოცნება ცუდია დამერწმუნებით, რომ ყველამ იცის და ყველა გვეთანხმება, მაგრამ ყველას სჭირდება ჩვენი გეგმა. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი დიდი ნაწილი არის, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ქვეყანა ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ. ეს ეხება როგორც გადასახადების შემცირებას, ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების შექმნას, მთიანი რეგიონების განვითარებას",-განაცხადა ვარშალომიძემ "ფორმულას" ეთერში.

ვარშალომიძე ბოლო წლებში უკრაინაში მოღვაწეობდა. საქართველოში დაბრუნების შესახებ მან 30 აგვისტოს განაცხადა.

ლევან ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობდა. ლევან ვარშალომიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა მაშინ მან უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S