Accentnews.ge
მედია: დემონსტრანტებმა ცხინვალში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს

მედია: დემონსტრანტებმა ცხინვალში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს

31/08/2020 20:28:29 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა. შენობას სამართალდამცველების დამატებითი ძალები იცავენ.

როგორც გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, აქციის მონაწილეებს შორის მყოფი დეპუტატები დავით სანაკოევი და ზაზა დრიაევი მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბა. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯასა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

28 აგვისტოს სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს დე ფაქტო შს მინისტრ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, რომლისგანაც აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ. 31 აგვისტოს დე ფაქტო ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ნაცემია ჯაბაევთან ერთად დაკავებული პირიც.

იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S