Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: " მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში"

ირაკლი კობახიძე: " მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში"

01/09/2020 07:26:42 პოლიტიკა

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, აღიარებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა,

“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, სამწუხაროდ, 12%-ით არის მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს ძალიან მნიშნველოვანია, რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს.

რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, ეს არის მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს, ნაწილი კი სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

დანაშაულია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს, შემდეგ ჩაიდინა ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას. ეს იყო ღალატი.

გარდა ამისა, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ორნახევარჯერ ნაკლებ გზებს დააგებ და საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც დანაშაულია, რომელიც ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

როდესაც გიგი უგულავასთან და სხვებთან ერთად მოიპარავ ათეულობით და ასეულობით მილიონს, ესეც დანაშაულია, რომელიც ვერ ეპატიება.

როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებთან და სხვებთან ერთად, როდესაც დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას ადეიშვილთან ერთად და ჩაიდენ უამრავ დანაშაულს შენ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან კრიმინალები და აქვთ ამბიცია, მოიგონ არჩევნები, ბოდიში თავის თავზე მეტყველებს - ეს არის აღიარება იმ უძიმესი დანაშაულის, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბოდიშზე პასუხი ექნება საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S