Accentnews.ge
ქართულმა რესტორნებმა პუტინის საპასუხოდ ზომები მიიღეს

ქართულმა რესტორნებმა პუტინის საპასუხოდ ზომები მიიღეს

21/06/2019 20:41:45 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

რესტორანი “ეზო” რუსეთის საპასუხოდ რუს მომხმარებლებს 20%-ით მეტს გადაახდევინებს. ინფორმაციას რესტორნის წარმომადგენლები facebook-ის გვერდზე გაავრცელეს.


თბილისელი კოლეგის გადაწყვეტილებას შეუერთდა ბათუმში არსებული კაფე “გარდენსი”. 

“მეგობრებო, ჩვენ, ალბათ, ერთადერთი კაფე ვართ ბათუმში, ვისაც არ არქვს მენიუ რუსულად. ეს ჩვენი შეგნებული აქტი იყო. ბოლო მოვლენების შემდეგ გვინდა შევუერთდეთ ჩვენს კოლეგებს თბილისში და რუს ტურისტებს გადავახდევინოთ 20%-ით მეტი”. – ვკითხულობთ გარდენსის ოფიციალურ მიმართვაში.

ცნობისთვის: 2019  8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან  საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, მათ შორის კომერციული რეისების განხორციელება ეკრძალებათ. 

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის ცალკეული ზომების შესახებ", რომელიც კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესულად ითვლება.  

ამასთან, როგორც ბრძანებულებაშია ნათქვამი, ტუროპერატორებმა დროებით უნდა შეწვიტონ საქართველოს ტერიტორიაზე ავიაგადყვანებთან დაკავშირებული პროდუქტების რეალიზება, ხოლო რუსეთის მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები  საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ბარგის რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრისთან კოორდინირებულად იმუშავოს. 

საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.

რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა შემდეგია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.

ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S