Accentnews.ge
თემურ ცხურბატი: «თუ ისევ გავჩუმდებით, ხვალ ისევ მოგვიწევს ახალგაზრდების დაკრძალვა»

თემურ ცხურბატი: «თუ ისევ გავჩუმდებით, ხვალ ისევ მოგვიწევს ახალგაზრდების დაკრძალვა»

01/09/2020 07:45:27 კონფლიქტები

ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც მასზე გუშინდელი თავდასხმის დეტალებს ყვება და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ძალოვანების თავნებობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჰოსპიტალიზებული ცხურბატი მიიჩნევს, თავდასხმის მიზეზად მის მიერ დე ფაქტო ექს-პრეზიდენტ კოკოითის ვიდეომიმართვის ქვეშ დატოვებული ფეისბუქ-კომენტარები იქცა.

«ადამიანები მომიახლოვდნენ და პასუხი მომთხოვეს “ფეისბუქში” წერის გამო. თავს დამესხნენ. ჯერ – ქალი, ნატურალური პროვოკატორი. როგორც ჩანს, სურდა, მისთვის დამერტყა. ეს, რაღა თქმა უნდა, არ გავაკეთე. მაგრამ მაინც, გვერდით ღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იგი ვითომდა დაიცვეს. ვითომდა მასობრივი ჩხუბი დაიწყო. შედეგი ასეთია: მივიღე ყბის ძვლის მოტეხილობა. მივმართავ ხალხს, მოსახლეობას: თუ დღეს გავჩუმდებით, ეს ისევ გაგრძელდება, არასოდეს დასრულდება! თუ კვლავ არ ამოვიღებთ ხმას და არ მოვითხოვთ კანონის დაცვას, ხვალ მე კი აღარ მომტეხენ ყბას, ისევ მოგვიწევს ახალგაზრდა ბიჭების დაკრძალვა», - აღნიშნა მან.

ცხურბატის თქით, მან მილიციაში განცხადება წარადგინა და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

თავდასხმის ინციდენტი გუშინ, ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ ცხინვალის ცენტრში მოხდა. თავად ჯაბიევი 28 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოსკენ გზად გარდაიცვალა. იზოლატორში იგი დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე თავდასხმის საქმეში ეჭვმიტანილის სახით იყო მოთავსებული, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მხოლოდ მოწმედ ფიგურირებს. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თრომბი დასახელდა. თუმცა ახლობლები და ოჯახის წევრები წამებაზე მიუთითებენ და სოცქსელებში ფართოდ გავრცელებულ ფოტოებს იმოწმებენ, რომელიც სხეულის სხვადასხვა სიმძიმის მრავლობით დაზიანებებზე მეტყველებს.

იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S