Accentnews.ge
ვოლსკი – „პატრიოტებზე“: "ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის დაყენება არასერიოზულია“

ვოლსკი – „პატრიოტებზე“: "ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის დაყენება არასერიოზულია“

01/09/2020 08:00:44 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ადვოკატად ვერ გამოდგება, მაგრამ "ფურცლის გამო მოხსნის [არჩევნებიდან] საკითხის დაყენება არასერიოზულია". ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი „დოსიეს“ გამოძიებას, რომელზეც „პატრიოტთა ალიანსის“ და კრემლის ურთიერთობაზეა საუბარი და რის გამოც რიგი პარტიები „პატრიოტების“ არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.

"საჭირო და მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. არ ვიცი, ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია ეს „პატრიოტთა ალიანსი“ გარედან, მით უმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია", - ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან არის დაფინანსებული, "ეს ამ აპრტიის დასასრული იქნება".

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია „დოსიემ“ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც „პატრიოტთა ალიანსის“ და კრემლის ურთიერთობაზეა საუბარი.

საკითხის გამოძიება პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მოსთხოვა. 31 აგვისტოს მან საგამოძიებო უწყებიდან პასუხი მიიღო, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებაზე მოკვლევა აუდიტის სამსახურმა დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S