Accentnews.ge
კანდელაკის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობით“ შემოდიან ქვეყანაში

კანდელაკის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობით“ შემოდიან ქვეყანაში

01/09/2020 09:11:10 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები სავალდებულო კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობით“ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას.

"სახეზე გვაქვს საქართველოს მთავრობის არაფორმალური აკრძალვა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ - მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად და მათ მოქალაქეებს უშვებს კარანტინის გარეშე. მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქვეყნებიდან ბრუნდებიან, იძულების წესით თავსდებიან კარანტინში, რომელიც ასეთი სახით მსოფლიოში არავის გააჩნია... არსებობს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული ოჯახებისთვის შესაძლებელია კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობა“ იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო ქვეყნებად არ არიან აღიარებული",– აცხადებს კანდელაკი.

პანდემიის გამო რეგულარული ფრენები მარტის ბოლოდან შეწყდა. ამ დროისათვის საქართველოდან ფრენები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანასთან სრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S