Accentnews.ge
თურნავას და ნარმანიას სავარაუდო კორუფციის გამო პარლამენტში იბარებენ

თურნავას და ნარმანიას სავარაუდო კორუფციის გამო პარლამენტში იბარებენ

01/09/2020 09:25:41 პოლიტიკა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას და ელექტროსისტემის ხელმძღვანელს იბარებს. საქმე ეხება ელექტროენერგიის შესყიდვას აზერბაიჯანიდან და კომპანია „ელ-გრინს“.

როგორც დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, შესყიდვაში სისტემური კორუფციის ნიშნები ჩანს, მოქალაქეებს კი ელექტროენერგია უძვირდებათ.

„ამ სისტემური კორუფციის სქემის უკან დგას ბიძინა ივანიშვილის ნებით დაშვებული პროცესი, დგას უჩა მამაცაშვილი და ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ხარჯზე ხელს ითბობენ და სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს ეს შესყიდვა ზედმეტ 9 მილიონ დოლარად უჯდება“,– განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის კომიტეტს რეაქცია ექნება:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ვეცდებით, ეს საკითხი გამოვიყენოთ კამპანიაში და მივმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას და ავუხსნათ, რომ საქართველოში მძვინვარებს ელიტური კორუფცია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S