ბოკუჩავა „პატრიოტთა ალიანსზე“: „არაა მოლოდინი, რომ „ოცნების“ რადიკალური ფრთა არჩევნებიდან მოიხსნება“
01/09/2020 09:55:49 პოლიტიკა
განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური ფორმალურ მოკვლევას დაიწყებს და ამას კონკრეტული შედეგი არ ექნება. ბოკუჩავა “პატრიოტთა ალიანსს” “ქართული ოცნების” “რადიკალურ ფრთას”
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური ფორმალურ მოკვლევას დაიწყებს და ამას კონკრეტული შედეგი არ ექნება. ბოკუჩავა “პატრიოტთა ალიანსს” “ქართული ოცნების” “რადიკალურ ფრთას” უწოდებს და აცხადებს, რომ მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში “პატრიოტთა ალიანსი” არჩევნებიდან მოიხსნება, არ არსებობს.
„ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება მართლაც პროდასავლური იქნებოდა, ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც ფინანსდება პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და არღვევს სხვადასხვა კანონს, მოიხსნებოდა არჩევნებიდან“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.


