ლომია: „არ შეიძლება, ფარატინა ქაღალდის საფუძველზე პროკურატურაში შეიტანო სარჩელი, ან აუდიტის სამსახურს გამოძიება მოსთხოვო“
01/09/2020 10:46:24 პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანის“ ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ლომია „დოსიეს“ გამოძიებას აბსურდულს უწოდებს.
"ახლა გავიგე პირველად, რომ აუდიტის სამსახურმა „დოსიეს“ გამოგზავნილი საბუთების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. თუ დაიწყო, ძალიან ცუდია. არ შეიძლება, რომ ფარატინა ქაღალდის საფუძველზე, რომელიც პრინტერზე არის ამობეჭდილი, სადაც არანაირი დასახელება საერთოდ პატრიოტთა ალიანსზე არ მეტყველებს, ან პროკურატურაში შეიტანო სარჩელი, ან აუდიტის სამსახურს ამ საკითხის გამოძიება მოსთხოვო. ეს არის აბსურდი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ არამხოლოდ პოლიტიკური სპექტრია გაერთიანებული, არამედ მთავრობაც მონაწილეობას ამ სპექტაკლში", - განაცხადა გიორგი ლომიამ.
რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია „დოსიემ“ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც „პატრიოტთა ალიანსის“ და კრემლის ურთიერთობაზეა საუბარი.
საკითხის გამოძიება პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მოსთხოვა. 31 აგვისტოს მან საგამოძიებო უწყებიდან პასუხი მიიღო, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებაზე მოკვლევა აუდიტის სამსახურმა დაიწყო.


